ვალუტა

11.12.2018
12.66700.0012
13.04120.0088
1004.01430.0291

დეკემბერი 2018

ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

დრო

თბილისი

კიევი

ნიუ-იორკი

ვარშავა

ბერლინი

ბარსელონა

მოსკოვი

დისტრიბუციისა და ლოგისტიკის კომპანია „კანტი“

დისტრიბუციისა და ლოგისტიკის კომპანია „კანტი“ 2005 წელს დაარსდა, თავად გუნდი რომელიც შპს „კანტის“ მთავარ ღირებულებას წარმოადგენს საქართველოს ბაზარზე - 1996 წლიდან მოღვაწეობს.

დისტრიბუციისა და ლოგისტიკის კომპანია „კანტი“

ჩვენი მისიაა მაქსიმალურად ადეკვატურად ვუპასუხოთ ქართულ ბაზარზე არსებულ მზარდ მოთხოვნას ხარისხზე, შევთავაზოთ მას ალტერნატივა მრავალი სახის კვების პროდუქტებზე - ეკოლოგიურად სუფთა, ლაბორატორიულად შემოწმებული, სერთიფიცირებული და საუკეთესო ტრადიციებით/რეცეფტით დამზადებული პროდუქციის ხარჯზე. პრემიუმ ხარისხი არის სწორედ ის უპირატესობა რომლითაც კომპანია „კანტმა“ განსაკუთრებული კეთილგანწყობა მოიპოვა ქართველ მომხმარებელთა შორის. კომპანია „კანტისათვის“ კორპორატიული კულტურის ამომავალ წერტილს პროდუქციის დასაწყობებისა და შენახვის საიმედო პირობების უზრუნველყოფა წარმოადგენს. უნაკლო სასაწყობო მეურნეობა, კომპანიის ინფრასტრუქტურის ცენტრად გვევლინება და სწორედ ეს გვაძლევს პროდუქციის თავდაპირველი ხარისხით მიტანის შესაძლებლობას - საბოლოო მომხმარებლამდე. ჩვენი უმთავრესი მიზანი წლების განმავლობაში რჩება უცვლელი და მდგომარეობს იმაში, რომ „კანტის“ პროდუქცია იყოს ხელმისაწვდომი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე რათა ჩვენი მომხმარებელი ყველგან და ყოველთვის ვუზრუნველვყოთ პრემიუმ ხარისხით. სწორედ ამ მიზნით კომპანიის ხელმძღვანელობა წლების განმავლობაში, სოლიდური ფინანსური სახსრების ინვესტირებას ახდენს, დისტრიბუციის საკადრო რესურსის გაძლიერებას, პროფესიულ ზრდასა და სტრუქტურულ სრულყოფაში. წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილებისა და მომხმარებელთა შორის მოპოვებული უნაკლო რეპუტაციის ხარჯზე, კომპანია „კანტი“ დისტრიბუციის სფეროში, ქართული ბაზრის ლიდერად გვევლინება. მოწინავე პოზიციების მქონე უცხოური ბრენდების წარმომადგენლებთან, მრავალწლიანი და წარმატებული პარტნიორობის საფუძველზე, კომპანია „კანტი“ ისეთი ცნობილი ბრენდების ექსკლუზიური იმპორტიორია როგორიც არის: ”Parmalat”, “ Русское море”, “Erdinger”, “Divella”, "Nordmilch", “Riston”, “Celsius”, “Фазенда”, “XL Energy Drink”, “Vici”, “Estrella Damm” და სხვა.

ფოტო გალერეა >>