კომპანია “კანტის“ ფილიალები და წარმომადგენლობები საქართველოს ყველა დიდ ქალაქშია განთავსებული - თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, ქობულეთში (სეზონურად), ხაშურში, მარნეულში, ზუგდიდსა და თელავში. შესაბამისად პროდუქციის მიწოდება, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე - შეკვეთიდან 24 საათის განმავლობაში არის შესაძლებელი. პროდუქციისა და მომსახურების მისაღებად უნდა დაუკავშირდეთ თბილისის ცენტრალურ გაყიდვების განყოფილებას. თვქენი ობიექტის ადგილმდებარეობისა და ფორმაციის (HoReCa, საბითუმო, საცალო გაყიდვების ობოიექტი - მარკეტი, სუპერმარკეტი და ა.შ.) შესაბამისად მოგამაგრებთ სავაჭრო წარმომადგენელს, რომელიც გაგიწევთ სრულყოფილ კონსულტაციას შემდეგი მიმართულებებით:
• გაგაცნობთ კომპანიის სასაქონლო სპექტრს - მომწოდებლებისა და კატეგორიების მიხედვით;
• მოგაწვდით შესაბამისი პროდუქციის ყოველგვარ საჭირო სერთიფიქატებს, ასევე ინფორმაციას ვარგისიანობის ვადებისა და შენახვის პირობების შესახებ;
• დაგეხმარებათ შესაძენი პროდუქციის ოპტიმალური ასორტიმენტისა და რაოდენობების განსაზღვრაში;
• კონკურენტულ ფასწარმოებაში დასახმარებლად, სურვილისამებრ მოგაწვდით ინფორმაციას სარეკომენდაციო მარჟების შესახებ.